გია გაბრიჭიძე ბურჭულაძეზე: რა დაეკეტა თავში ისეთი, რომ აზროვნებით და განცხადებებით კოლექტიური ხაბეიშვილი გახდა?

გასაგებია სექტის წარმომადგენლების ბოღმა ივანიშვილის მიმართ. გასაგებია, რადგანაც ზოგს ძალაუფლება წაართვა და საქართველოს ნგრევის საშუალება არა აქვს, ზოგი გონებით არის მდაბიო და ბელადის გარეშე სუნთქვაც არ შეუძლია – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე პაატა ბურჭულაძის facebook სტატუს.

„გასაგებია სექტის წარმომადგენლების ბოღმა ივანიშვილის მიმართ. გასაგებია, რადგანაც ზოგს ძალაუფლება წაართვა და საქართველოს ნგრევის საშუალება არა აქვს, ზოგი გონებით არის მდაბიო და ბელადის გარეშე სუნთქვაც არ შეუძლია. ზოგი ორიგინალის და სურს თავი “პრადვინუტად” მოგვაჩვენოს. აი ვერაფრით ვერ გავიგე იმ ადამიანის, რომელმაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მანრიკოს არია ზეპირად იცის და “ბორის გოდინოვის” ლიბრეტო აქვს წაკითხული. რა დაეკეტა თავში ისეთი, რომ აზროვნებით და განცხადებებით კოლექტიური ხაბეიშვილი გახდა? საოცარია ადამიანის ბუნება. ნამდვილად საოცარი“ – წერს გაბირიჭიძე facebook ზე.

Back to top button