,,თავად ინსტრუქცია ფაქტობრივად არანაირ ღირებულ ინფორმაციას არ შეიცავს, უბრალოდ საინტერესოა ვისი გულისთვისაც იყო დაწერილი” – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ირაკლი ოქრუაშვილის პოსტს, სადაც ოქრუაშვილი უკრაინაში საბრძოლველად წასვლის მსურველებს გამოცდილებას უზიარებს.
,,ორდღიანი პიარის კრახით დასრულების ამბავი ძალიან კარგად არის აღწერილი “დედა-ენაში”. მოთხრობა “მწყემსი გაგნა” (მწყემსი ბიჭი გაგნა გადაწყვეტს თანასოფლელები შეაშინოს და იწყებს ყვირილს – მგელი მოდის, მგელი მოდის. რამდენჯერმე აღწევს თავის მიზანს, მაგრამ ბოლოს თანასოფლელები გაუგებენ ამ ტყუილს და როცა მგელი მართლა მოვა, გაგნას ყვირილს აღარავინ უჯერებს და გაგნას დაერხევა.) დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ფბ პოსტზე, სადაც ის აკვალიანებს უკრაინაში საბრძოლველად წასვლის მსურველებს. თავად ინსტრუქცია ფაქტობრივად არანაირ ღირებულ ინფორმაციას არ შეიცავს, უბრალოდ საინტერესოა P.S., რომლის გულისთვისაც იყო დაწერილი მთავარი ტექსტი – ბრძოლა საქართველოშიც მოგვიწევს და გული არ დაგწყდეთ ვინც ვერ მოდიხართ. ე.ი. ფაქტობრივად არეულობას, ომს და უბედურებას აანონსებს. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ არანაირი ომი არ იქნება.
დღევანდელი ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მაქსიმუმს აკეთებს და გააკეთებს საშინელების თავიდან ასაცილებლად და რაც შეეხება შიდა არეულობის მოწყობის მსურველებს იმათაც საკადრისი პასუხი გაეცემათ და იმ ბედუკუღმართი გაგნას ბედს გაიზიარებენ.” წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.