,,ახალი თემა შემოაგდეს, უიი, ცხინვალში ტყვია გავარდნილა. არა ნუ, ავადმყოფები არიან და არ მესმის ჩვენი ხელისუფლების, უბრალოდ არ მესმის, მეტი რა უნდა დააშავონ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებისთვის გასამართლდნენ ყველანი ერთად?” – ასე ეხმიანება ირაკლი ლატარია ,,მთავარი’’ არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რაიონში სროლის ხმა ისმის.
,,ომის პარტიის მოდელირებული ქრონიკა 2!!! ეს ავადმყოფები ესენი, ხალხის დაზაფვრის მეტს რომ არასოდეს, არაფერს აკეთებენ. ახალი თემა შემოაგდეს, უიი, ცხინვალში ტყვია გავარდნილა. არა ნუ, ავადმყოფები არიან და არ მესმის ჩვენი ხელისუფლების, უბრალოდ არ მესმის, მეტი რა უნდა დააშავონ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებისთვის გასამართლდნენ ყველანი ერთად? ასეთი რამ გინახავთ? ადამიანები იღვიძებენ იმ მიზნით, რომ საქართველოს შეუქმნან პრობლემა და ქართველი ხალხი დაზაფრონ. ომის პარტიის მოდელირებული ქრონიკა 2.’’ წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.