„საიდან შეიკრიბეთ ამდენი ბოროტი, რას გვერჩით? მესმის ვერ იტანთ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ვინც პოლიტიკურ სანაგვეზე გაისტუმრა თქვენი ბელადი და მისი კრიმინალური ბანდა, მაგრამ ამდენი დრო გავიდა, შეჩერდით, მაინც არაფერი გამოგდით გარდა იმისა, რომ ვიღაცას გულს უხეთქავთ“- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ცხინვალიდან სროლის ხმა ისმის.
“ჯერ იმ ავბედით დღეს ვერ ვივიწყებ, როცა მოდელირებული ქრონიკა გავიდა ეთერში და ჩემს მოხუც დედას სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა ვინ ხართ, საიდან შეიკრიბეთ ამდენი ბოროტი, რას გვერჩით? მესმის ვერ იტანთ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ვინც პოლიტიკურ სანაგვეზე გაისტუმრა თქვენი ბელადი და მისი კრიმინალური ბანდა, მაგრამ ამდენი დრო გავიდა, ყველა თქვენი მცდელობა უშედეგოდ მთავრდება, ის სიბოროტის მაშხალაც ციხეშია, შეჩერდით რა, მაინც არაფერი გამოგდით გარდა იმისა, რომ ვიღაცას გულს უხეთქავთ. არ გეცოდებათ ადამიანები, მშობლები არ გყავთ, შვილები, ბებიები, ბაბუები? წვრთნები რომ ტარდება, კარგად იცით, მაგრამ რისი “მთავარი არხი” ხართ, რომ დამალოთ სიმართლე და ტყუილებით აცხოვროთ თქვენი მაყურებელი”- წერს ნინო ფოჩხუა.