,,მოინდომეს მორიგი “მოდელირებული ქრონიკა”. როგორი უზნეობაა სიყალბის მუდმივი ტირაჟირება და ხალხის ფსიქოლოგიური ტერორი!’’- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ,,მთავარი’’ არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ისმის სროლის ხმა.
“მთავარი არხი” აგრძელებს სააკაშვილის ომის პარტიის მავნებლურ პროპაგანდას. სიყალბე და მანიპულაციები ნაცსექტის ბინძური სტილია. ამჯერად ზაფრავენ საზოგადოებას “ჰედლაინით”, რომ თითქოს ცხინვალში ომია და ისმის სროლა. არა და თავადაც ამბობენ, რომ მიმდინარეობს სამხედრო წვრთნები. მოინდომეს მორიგი “მოდელირებული ქრონიკა”. როგორი უზნეობაა სიყალბის მუდმივი ტირაჟირება და ხალხის ფსიქოლოგიური ტერორი!’’ – წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.