ომის პარტიის პიარ-სამსახური, სხვას რას იზამდა , თუ არა სიუჟეტები ომზე, დაძაბული სახით ჩართვა და მოსალოდნელი პროვოკაციები?!… – წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „მთავარი“ არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ოკუპირებულ ცხინვალში სროლის ხმა ისმის.
„ცოტა ხნის წინ ბელადმა ციხიდან განცხადება გააკეთა და პარტიის “პიარ-მედიამ” არ დაახანა… ნუ მთლად მოდელირებულ ქრონიკას ვერ აკეთებენ მაინც 2022 წელია და ინფორმაციის ნაკლებობას არ განიცდის საზოგადოება, თუმცა დაძაბულობის შემოტანის მცდელობა აქვთ… ომის პარტიის პიარ-სამსახური, სხვას რას იზამდა , თუ არა სიუჟეტები ომზე, დაძაბული სახით ჩართვა და მოსალოდნელი პროვოკაციები?!… ადრეც ვთქვი და სულ არ გამიკვირდება, თუ კი ახლა ამათ მთელი ე.წ.”კრიტიკული” მედია აყვება და შეეჯიბრებიან ერთმანეთს საზღვრებიდან ჩართვებში, მოგონილ სიუჟეტებში, “ფეიკ-ნიუსებში”… მოკლედ ბელადმა უთხრათ ხსნილიაო და ესენიც დაეწაფებიან…” – წერს ქადაგიძე facebook – ზე.