ბექა დავითულიანი უკრაინის ელჩის გაწვევაზე: მჯერა, რომ უკრაინა მიაღწევს წარმატებას და უკეთესი დრო დადგება იმისთვის, რომ ამ უსამართლო ნაბიჯებზე ვისაუბროთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის თაობაზე.

„საქართველოსთან შედარებით, პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ მთელი რიგი ქვეყნები, საქართველო კი მართლა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. ამიტომ ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია, თუმცა სიღრმეში არ შევალ. ეს ადამიანი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა იმყოფება ომში.

მჯერა, რომ უკრაინა მიაღწევს წარმატებას თავისი ქვეყნის დაცვაში, ყველაფერი იქნება ბევრად უკეთ და უკეთესი დრო დადგება იმისთვის, რომ ამ გაუგებრობებზე და, ჩემი აზრით, უსამართლო ნაბიჯებზე ვისაუბროთ“, – განაცხადა დავითულიანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

Back to top button