ვფიქრობ, არ არის საინტერესო, უადგილოა და საერთოდ, ვფიქრობ, ამ თემაზე ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება არასწორი იქნებოდა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას „პატრიოტთა ალიანსის” წევრების მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაური რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი მარნეულში გააკეთა, სადაც სოფელ ქუთლიარის ახალი საჯარო სკოლა დაათვალიერა.