პრემიერი: საქართველომ ყველა დონეზე მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი მეგობრების მიმართ

ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, ჰუმანიტარულ დონეზე, ტვირთები გავაგზავნოთ, ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის, ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი მეგობრების მიმართ, 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და ეს პროცესი გაგრძელდება.

„კიდევ და კიდევ უდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, ჰუმანიტარულ დონეზე, ტვირთები გავაგზავნოთ, ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის, ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, ჩვენი სოლიდარობა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, დავადასტურეთ, 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილს ასევე დაუსვეს კითხვა ალექსი არესტოვიჩის განცხადებაზე, თუ რატომ არ მოახდინეს მოსახლეობის ევაკუაცია.

„ძალიან მძიმე განსაცდელი უდგათ, ომში არიან და ყველა განცხადების კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – აღნიშნა პრემიერმა.

Back to top button