„კახი კალაძე რომ დიდი ხანია ყელში ჰყავთ გაჩხერილი ნაცებს, დიდი ხანია ყველამ ვიცით. ჰყავთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წაართვა პლეხანოვის მსგავსად ჩამოხეული “გიფსოკარდონით მოეპირკეთებინა” თბილისი, რომ ფახფახა “ბოგდანების” ნაცვლად” ქალაქში კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის და რაც მთავარია თბილისის ბიუჯეტით არ ფინანსდებიან “დასუფთავების მომღერალი ალპინისტები”- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში კახი კალაძის წინააღმდეგ წარმოებულ მორიგ კამპანიაზე.
მისი თქმით ახლა მთელი კამპანია გაჩაღდა მის წინააღმდეგ. იქ რომელიმე “ჟუურრნალისტი” დაუსვამს რაღაც იდიოტურ შეკითხვას, რომელსაც პასუხის გაცემა და მსჯელობაში შესვლა ადამიანისთვის დამამცირებელია.
„კახი კალაძე რომ დიდი ხანია ყელში ჰყავთ გაჩხერილი ნაცებს, დიდი ხანია ყველამ ვიცით. ჰყავთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წაართვა პლეხანოვის მსგავსად ჩამოხეული “გიფსოკარდონით მოეპირკეთებინა” თბილისი, რომ ფახფახა “ბოგდანების” ნაცვლად” ქალაქში კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის და რაც მთავარია თბილისის ბიუჯეტით არ ფინანსდებიან “დასუფთავების მომღერალი ალპინისტები”. ებრძვიან დამპლური მეთოდებით. ახლა მთელი კამპანია გაჩაღდა მის წინააღმდეგ. იქ რომელიმე “ჟუურრნალისტი” დაუსვამს რაღაც იდიოტურ შეკითხვას, რომელსაც პასუხის გაცემა და მსჯელობაში შესვლა ადამიანისთვის დამამცირებელია. აქ ვიღაც რეგვენი გამოხტება რაღაც ფურცლების ფრიალით და ლამის პუტინის დაფინანსებაში დასდებს ბრალს და იქ კიდე ვიღაც კალაძის მიერ გალის ოკუპაციაზე დაიპუტავს თმას. სირცხვილია, როცა ლევანა ხაბეიშვილი მართავს პოლკოვნიკს, რომელიც 2012 წლამდე ნაცების რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ტელევიზიაში გამოდიოდა და ოცნების მოსვლის შემდეგ პრეზიდენტის აპარატში დასაქმდა. სირცხვილია დაემსგავსო იმ ჟუუურრრნალისტს, რომელსაც დაავალეს ეს სისულელე ჰკითხე და ეცადე წყობიდან გამოიყვანოო. სირცხვილია ისე დაეცე, რომ მათი კლოუნადის წევრი გახდე“- წერს გია გაბრიჭიძე.