ლევან ნიკოლეიშვილი: ექნება თუ არა ამ საკითხთან მიმართებაში, რაიმე განმარტება აშშ-ს საელჩოს?

ყველა რევოლუციური – გადატრიალების მცდელობა, ჩავარდა საქართველოში, ჩაფლავდება ესეც ტრენინგზე მონაწილე, რადიკალების შემადგენლობას და მათ დაუოკებელ სურვილს ხელისუფლების შეცვლაზე, ასევე საეჭვოდ ემატება უკრაინაში მებრძოლ ზოგიერთი ქართველის დაუფარავი განცხადება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, საქართველოში ჩამოსვლისთანავე ამ ხელისუფლებასაც მოუტრიალდებიან – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სააგენტო ,,კვირას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

 

მისი თქმით, დადგა, დრო, რომ სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, კანონები უფრო გამკაცრდეს და ყველას შესაბამისი პასუხი გაეცეს.

 

„ახალი დღის წესრიგი, რაც რადიკალებიმა შეიმუშავეს, სავარაუდოდ ასე ჟღერს „თუ ომში ვერ ჩავითრევთ იქნებ რევოლუცია გამოგვიდეს.“ ნაციონალებს ასეთი აზრები აქვთ, ოღონდ უბედურება ისაა, რომ ამჯერად უკვე ამ საქმის დიდოსტატი მოიწვიეს თუ პირიქით ამ ოსტატმა მიიწვია ეს ყველაზე რადიკალურად მოტივირებული ქართველი რადიკალები. რა თქმა უნდა საინტერესოა, რამდენად საქმის კურსში იყო ამის შესახებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, აშშ-ს საელჩო? ცოტა ძნელია გამოგეპაროს ისეთი ადამიანის საქართველოში ან ჩამოსვლა ან აქტივობები, როგორიც ცნობილი პოლიტტექნოლოგი, პიტერ აკერმანია.

 

ეს ის პიტერ აკერმანია, რომლის ორგანიზაციის ხელშეწყობით, მოხდა თავის დროზე ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესისა და იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის დამხომბა. ტრენინგზე მონაწილე, რადიკალების შემადგენლობას და მათ დაუოკებელ სურვილს ხელისუფლების შეცვლაზე, ასევე საეჭვოდ ემატება უკრაინაში მებრძოლ ზოგიერთი ქართველის დაუფარავი განცხადება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, საქართველოში ჩამოსვლისთანავე ამ ხელისუფლებასაც მოუტრიალდებიან. თუ ამ ყველაფერს ლოგიკურად გავაერთიანებთ, შეიძლება შემდეგ სურათიც მივიღოთ: პეტერ აკერმანის თეორიულად დატრენინგებული რადიკალები, უკრაინიდან დამატებული ზოგიერთი მებრძოლი, რომლებიც პრაკტიკულად შეიარაღებული გადატრიალებისკენ ფიქრობენ ორიენტირებას. ეს ყველაფერი გასაგებიცაა და ამაზრენიც, მაგრამ რამდენიმე საკითხი მაინც ჩნდება:

 

  • რადიკალურმა ჯგუფება, ნუთუ არ იცის რომ მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ კრახით სრულდება?!

 

  • ნებისმიერ შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა, კანონის ფარგლებში უმკაცრეად იქნება დასჯილი!

 

  • არის თუ არა ეს ყველაფერი, იმ უტიფარი სცენარის“გაგრძელება, რომელიც ასე სამაცხვინოდ გამოჩნდა ქართველი ნაციონალების კარნახით, უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან?!

 

  • რამდენად მიზანშეწონილია, იმ დროს როდესაც ევროკავშირის კითხვარს ვღებულობთ, ვინმე ვიგინდარა აშშ-ს მოქალაქე პიტერ აკერმანი, რევოლუციურ ტრენინგებს ატარებდეს?!

 

  • ექნება თუ არა ამა საკითხთან მიმართებაში, რაიმე განმარტება აშშ-ს საელჩოს? ყველა რევოლუციური – გადატრიალების მცდელობა, ჩავარდა საქართველოში, ჩაფლავდება ესეც.

 

მიზეზი მარტივი, ერთია რომ ქართველ ხალხს არ სურს, არც არეულობა და დესტაბილიზაცია საქართველოში და არც ნაციონალების მობრუნება ხელისუფლებაში. მეორე, რომ შესაბამისი სტრუქტურები სათანადო დონეზე არიან მობილიზებული და როგორც წესი ოპერატიულად მოხდება მსგავსი ქმედებების აღკვეთა. და მესამე დადგა, დრო, ოღონდ უკვე დიდი ხანია, რომ სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, კანონები უფრო გამკაცრდეს და ყველას შესაბამისი პასუხი გაეცეს“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

Back to top button