„სტეფანჩუკი და უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის ძალისხმევით, გამოვიდა ნაცების მხრიდან მიწოდებული ცრუ ინფორმაციების გავლენიდან, რამაც გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების შეშფოთების გაზიარება და ჩვენთვის მიუღებელი ტონის შეცვლა“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე.
„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარე სტეფანჩუკთან გუშინდელი ინტერვიუ ბევრმა უღიმღამოდ აღიქვა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ მრავლისმთქმელი და მნიშვნელოვანი იყო. პირველი და უმთავრესი იყო ის, რომ სტეფანჩუკი და უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის ძალისხმევით, გამოვიდა ნაცების მხრიდან მიწოდებული ცრუ ინფორმაციების გავლენიდან, რამაც გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების შეშფოთების გაზიარება და ჩვენთვის მიუღებელი ტონის შეცვლა.
ამ ყველაფრის შემდეგ სრულიად გამართლებული და პოზიტიურია საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ჩასვლა, რაც ფაქტობრივად დაანონსდა. აქ შეიძლება მოვიყვანო გერმანიის მაგალითი, როდესაც გერმანელი მაღალჩინოსნების ვიზიტთან დაკავშირებით უკრაინის მხარემ პირდაპირ აჩვენა მათი ჩასვლის მიუღებლობა.
მართლაც ზუსტი სვლები ჩაატარა “ქართულმა ოცნებამ” რითაც ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლების გარკვეულ წრეებში არსებული არც თუ ისე თბილი დამოკიდებულება“- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.