ირაკლი კობახიძე ბაკურიანის შეკრებაზე: ეს იყო რეალურად შულავერის კომიტეტის შეკრება, რომლის მიზანი იყო ლეგიტიმური ხელისუფლების გადატრიალება და მათი მხრიდან თავის მართლება უსაფუძვლოა

წარმოადგინონ კონკრეტული არგუმენტები, რატომ შეიკრიბნენ ერთად პარტიები ე.წ. ენჯეობი და ე.წ ტელევიზიები. ვერავითარი არგუმენტი ამ კუთხით ვერ იქნება წარმოდგენილი, რატომ შეიძლება ასეთ თემებზე ერთად მსჯელობდნენ ეს სუბიექტები, ეს არის ერთი შეხედვით გაუგებარი, თუმცა ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგები – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბაკურიანის შეკრების კომენტირებისას.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არსებობს კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო იქ წარმოდგენილი და რას განიხილავდნენ. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ეს დამოკიდებულია სამართლებრივ სტანდარტებზე.

 

„არის შემთხვევები, ვიცით მაგალითად, რომ ეს ადამიანები არიან ქვეყნის მოღალატეები, მაგრამ ღალატის სტანდარტი სამართლებრივად არის განსხვავებული. ხშირად ამ კითხვას სვამენ ხოლმე საზოგადოების წარომადგენლები, თუ ეს ადამიანები არიან მოღალატეები, რატომ არ ისჯებიან ღალატის გამო. ერთი მარტივი მიზეზით – ღალატის სამართლებრივი სტანდარტი არის სხვა და ღალატის პოლიტიკური შეფასება არის სხვა.

 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 

რაც შეხება სამართლებრივ რეაგირებას, ეს არის შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების პრეროგატივა, თუ ამ პოლიტიკურ დანაშაულში ამოკითხული იქნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, შეიძლება გამოძიებაც დაიწყოს” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Back to top button