დავით ქართველიშვილი: რომელიმე ინსტიტუციამ საქართველოს ტირანიასა თუ ავტორიტარიზმზე გაამახვილა თავისი ყურადღება? ვინ ტყუის? მსოფლიო?

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს „დემოკრატიის მცველების“ მიერ გავრცელებულ წერილობით განმარტებას, თუ რა იყო ბაკურიანში გამართული ტრენინგის მიზანი.

 

მისი თქმით საქართველოს ატარებენ მსოფლიო ბანკის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებული ინდიკაციების ფილტრში – მთელი რიგი მაჩვენებლით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს ვიკავებთ. ამის ფონზე რომელიმე მხარემ ან ინსტიტუციამ საქართველოს ტირანიასა თუ ავტორიტარიზმზე გაამახვილა თავისი ყურადღება?

 

„ამოიღეს ხმა. როგორც იქნა. ვაიძულეთ. ოღონდ – ვაი ამ ხმის ამოღების. დემოკრატიული არაძალადობრივი გზით საქართველოში ავტორიტარიზმისა და ტირანიის დამარცხების კურსებს გავდიოდითო ბაკურიანში. წელიწადში რამოდენიმეჯერ საქართველოს ატარებენ მსოფლიო ბანკის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებული ინდიკაციების ფილტრში – მთელი რიგი მაჩვენებლით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს ვიკავებთ. ნაწილობრივ დემოკრატიული ქვეყნების სიაში უამრავ ჩვენზე უფრო განვითარებულ სახელმწიფოს ვასწრებთ რეიტინგებში. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების რეგულარული რევიზიის შედეგად – მიღწეული პროგრესის თაობაზე გვესაუბრებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები. საქართველო-ნატო-ს ერთობლივი კომისიის მუშაობა ასევე საქართველოს თვალსაჩინო წინსვლაზე გვამცნობს. ვინ ტყუის? მსოფლიო? ევროპა?

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი? რომელმა მხარემ ან ინსტიტუციამ საქართველოს ტირანიასა თუ ავტორიტარიზმზე გაამახვილა თავისი ყურადღება? ავტორიტარულ ტირანიას რა მიზნით გადაეგზავნა ევროკავშირის მხრიდან, ევროპულ ოჯახში კანდიდატის სტატუსით მისაღებად შესაბამისი კითხვარი? აკერმანი თუ საქართველოა, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ჩვენი საპარტნიორო წრეების მიღმა, ისევე – რა თამაშგარე მდგომარეობაშიც არის მის მიერ დატრენინგებული მეხუთე კოლონა? ანუ, პრობლემა თქვენ გაქვთ თუ საქართველოს?“- წერს ქართველიშვილი.

Back to top button