“ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ კონკურენტებზე საუბრისას განაცხადა, რომ ოზურგეთში მისი მთავარი კონკურენტი ის პრობლემები და საჭიროებებია, რომელიც ოზურგეთის მოსახლეობას აწუხებს.“ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ კონკურენტებზე საუბრისას განაცხადა, რომ ოზურგეთში მისი მთავარი კონკურენტი ის პრობლემები და საჭიროებებია, რომელიც ოზურგეთის მოსახლეობას აწუხებს.„ჩვენი მთავარი კონკურენტი ოზურგეთში არის ის პრობლემები და საჭიროებები, რომელიც ჩემს ოზურგეთელებს აწუხებს. რაც შეეხება ოპონენტებს, მათი მთავარი მიზანი არის, როგორმე პროცენტები დააკლონ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ ღირსეულად და დამაჯერებლად.რა თქმა უნდა იქნება დაძაბული კამპანია და აქტიურობისკენ მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს. ჩვენი ოპონენტებისგან და მათი პარტიული მედიისგან უკვე შეინიშნება აგრესია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თუმცა ჩვენ თითოეულ მოქალაქესთან მივალთ და გავაცნობთ ყველა იმ სიახლეს და პროექტს რომლის შესრულებასაც ვგეგმავთ. მჯერა, რომ არჩევნების პირველივე ტურში გავიმარჯვებთ და არჩევნების დასრულებიდან არაუმეტეს ერთ თვეში, ქვეყანა მშვიდი და წყნარი განვითარების პირობებში დაბრუნდება“ – განაცხადა ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ტელეკომპანია “იმედთან”.
– თქვენ წლების განმავლობაში საქმიანობდით ჯანდაცვის უწყებაში და თქვენი წარდგენის დროს „ქართული ოცნების“ ლიდერმაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ხართ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საჯარო მოხელე. პანდემიური ვითარებისა და თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით რამდენად უსაფრთხო იქნება 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები?
„მინდა მეც ვთხოვო და მოვუწოდო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომ გაიკეთონ ვაქცინა, ატარონ პირბადე და დაიცვან უსაფრთხოების წესები. ამ შემთხვევაში, მჯერა, რომ შევძლებთ ეპიდვითარება დავასტაბილუროთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ყველა თანამშრომელს – ისინი პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან. ჩვენ, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ კოვიდ -19 თან ბრძოლაში“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ავთანდილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ .
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი დასაქმება და სოციალური პრობლემების მოგვარება იქნება. დიდ ყურადღებას დავუთმობთ სოფლების და ქალაქის წყალმომარაგების საკითხებს. ასევე, ვგეგმავთ ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანას, რათა მთლიანად ოზურგეთის მასშტაბით, მათ შორის სოფლებში მოქალაქეებმა თანამედროვე ტრანსპორტით ისარგებლონ. უკვე მომზადებული გვაქვს 10-მდე ახალი პროექტი და ინიციატივა, რომელთაც კამპანიის დროს გავაცნობ საზოგადოებას – მათ შორის არის ახალი ინფრასტრუქტურაც.