კობა მურადაშვილი: ჩვენ გვაქვს შანსი, დმანისი გახდეს რეგიონში ყველაზე კულტურული და სამეცნიერო ცენტრი

„ჩვენ და ჩვენს გუნდს დღეს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა ჩვენი პრემიერის, მთავრობის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს შანსი, ჩვენი მუნიციპალიტეტი, ჩემი დმანისი გახდეს რეგიონში ყველაზე კულტურული და სამეცნიერო ცენტრი – განაცხადა „ქართული ოცნების“ დმანისის მერობის კანდიდატმა კობა მურადაშვილმა წარდგენაზე.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია პოლიტიკური გუნდის მიერ გამოცხადებული ნდობა.

„ჩემთვის დიდი პატივია, როდესაც შენი პოლიტიკური გუნდი ასეთ დიდ ნდობას გიცხადებს და ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ქალაქის მერობის კანდიდატად წარგადგენს. ბევრს არ ვილაპარაკებ ჩვენს ქალაქზე, ჩვენს საყვარელ დმანისზე, ვინაიდან ყველასთვის ცნობილია რომ პირველი ევროპელები დმანისიდან იყვნენ და არიან. მადლობა გვერდში დგომისთვის. ჩვენ და ჩვენს გუნდს დღეს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა ჩვენი პრემიერის, ჩვენი მთავრობის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს შანსი, ჩვენი მუნიციპალიტეტი, ჩემი დმანისი გახდეს რეგიონში ყველაზე კულტურული და სამეცნიერო ცენტრი. ეს პირდაპირ აისახება თითოეული დმანისელის ოჯახზე, კეთილდღეობაზე. ამიტომ მე მჭირდება თქვენი გვერდში დგომა, თქვენი მხარდაჭერა. პირობას გაძლევთ, რომ ჩემი გამოცდილება, რომელიც დავაგროვე და მივიღე ახალგაზრდობიდან სხვადსხვა თანამდებობაზე მუშაობის დროს, სრულად მოვახმარო ჩემს მშობლიურ კუთხეს, ჩემს დმანისს და დმანისელებს. მინდა, რომ უფრო მეტი სიკეთე და ფინანსური სარგებელი მიიღოთ, რომ ასეთი დმანისი, როგორიც ახლა გვაქვს მომავალი 4 წლის განმავლობაში სულ სხვანაირი კუთხით დავინახოთ. გთხოვთ ყველას, თქვენი უშუალო ჩართულობით, თითოეული საკითხის თქვენთან შეთანხმებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი ქალაქი და სოფლები სწრაფად განვითარდეს. ამიტომ, მინდა აქტიურად ჩაერთოთ, სწორი, გაწონასწორებული ნაბიჯებით, და ჩვენი ოპონენტებისათვის შესაშური ერთიანობით, შერიგებით მივიდეთ იქამდე, რომ ამ არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვოთ და დროულად დავიწყოთ ჩვენი დმანისისა და დმანისის მუნიციპალიტეტის განვითარება. მადლობა ყველას, გპირდებით რომ პირველ ტურში გავიმარჯვებთ“ – განაცხადა კობა მურადაშვილმა.

Back to top button