ოთარ შამუგია: ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც უნდა გამოვიყენოთ და გავწევრიანდეთ ევროპულ ოჯახში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ,,მაესტრო რეგიონების“ ეთერში, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შესაბამისი კითხვარის შევსების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტორული კითხვარის დიდი ნაწილი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს ეხება.

„ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც უნდა გამოვიყენოთ და გავწევრიანდეთ ევროპულ ოჯახში. მთელი სამინისტრო ჩართულია კითხვარის შევსების და შესაბამისი პასუხების მომზადების პროცესში. უახლოეს პერიოდში, ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს განხორციელებული ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით. ყველა რეფორმა, ყველა ის ღონისძიება, რაც განხორციელდა, ასახული იქნება მომზადებულ პასუხებში. ჩვენ გაკეთებული ძალიან ბევრი გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამაა კიდევ გასაკეთებელი და ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

Back to top button