ზურაბ ქადაგიძე ბოკუჩავას განცხადებაზე: მოსახლეობის 70 % რომ ხმას მთავრობას მისცემს და გაერთიანებული ოპოზიცია 30%-ს აიღებს ეგ უფრო დიდი ტრაგედიაა, თუ ამათი თვითკმაყოფილი იდიოტიზმი?!

“ტენდენციური კვლევებით, სოციალურ სივრცეზე დაყრდნობილი მოლოდინებით და არარსებული გამოკითხვებით,რომ ასულელებთ საკუთარ ამომრჩეველს იმიტომ ხართ მაგ დღეში”-ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ ზელენსკი და მისი მთავრობა უფრო პოპულარულია საქართველოში, ვიდრე ღარიბაშვილი.

 

“ესენი ერთმანეთს ასულელებენ,თუ ასეთები არიან? ყველაზე კარგი კვლევა არჩევნებია და ბოლო არჩევნებზე მოსახლეობის 70 % რომ ხმას მთავრობას მისცემს და გაერთიანებული ოპოზიცია 30 % აიღებს ეგ უფრო დიდი ტრაგედიაა, თუ ამათი თვითკმაყოფილი იდიოტიზმი?! ტენდენციური კვლევებით, სოციალურ სივრცეზე დაყრდნობილი მოლოდინებით და არარსებული გამოკითხვებით,რომ ასულელებთ საკუთარ ამომრჩეველს იმიტომ ხართ მაგ დღეში… ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის დაფუძნებულ “ქართულ ოცნებას” მილიონი ამომრჩეველი უცხადებს ნდობას და რომელ საქართველოზე საუბრობთ?!… ააა სააკაშვილის შექმნილ ვირტუალურ სამშობლოში გეთანხმებით, ალბათ პოპულარობით “მოიკოჭლებს” მთავრობა”- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

Back to top button