,,ხომ არ დაგვიკონკრებდა პატივცემული, აზერბაიჯანის პოზიციას, რომელიმე საერთაშორისო რეზოლუციასთან მიმართებაში, ან თუნდაც რეზოლუციის უბრალო,მხარდამჭერ განცხადებას?!” – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ აზერბაიჯანის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
როგორც ქადაგიძე წერს, სამწუხაროა, როდესაც ინტერესები ხასიათის მიხედვით იცვლება, თან განსაკუთრებით ასეთი უბედურების ჟამს.
,,ანუ რა გამოდის? რუსეთის მხრიდან ოკუპირებული საქართველოსი არ ესმის, რომელმა საქართველომაც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარი დაუჭირა უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარებით რაოდენობრივად პირველი აღმოჩნდა მეგობარი ქვეყნის გვერდით და აზერბაიჯანის ესმის? ხომ არ დაგვიკონკრეტებდა პატივცემული, აზერბაიჯანის პოზიციას, რომელიმე საერთაშორისო რეზოლუციასთან მიმართებაში, ან თუნდაც რეზოლუციის უბრალო,მხარდამჭერ განცხადებას?! ჩვენ დაბალი ღობე ვართ, თუ რაიმე ანომალიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე?! P.S სამწუხაროა, როდესაც ინტერესები ხასიათის მიხედვით იცვლება, თან განსაკუთრებით ასეთი უბედურების ჟამს” – წერს Facebook-ზე ანალიტიკოსი.