გიორგი ცუცქირიძე: ვარაუდების დონეზე, ცალკეულ ჩანაწერზე, დასკვნების გამოტანა, არახამიასთვის უცხო ნამდვილად არ არის; ყველა მისი ბრალდება, არც დოკუმენტურად და არც ფაქტობრივი მასალით არ დადასტურებულა

,,ასე ვარაუდების დონეზე, თან დაუდგენელი ავთენტურობის მქონე ცალკეულ ჩანაწერზე, დასკვნების გამოტანა, არახამიასთვის უცხო ნამდვილად არ არის. ყველა მისი ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მისამართით, სანქციების გვერდის ავლით ე.წ შავი ხვრელების თემაზე თუ სანქციებთან არ შეერთებაზე, არც დოკუმენტურად და არც ფაქტობრივი მასალით არ დადასტურებულა“ – ასე ეხმიანება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის.

 

როგორც ცუცქირიძე წერს, თუ არახამიას ან ბოკერიას აქვთ ამ ყველაფრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არავის დაუშლია მათი საჯაროდ გამოქვეყნება.

 

“ივანიშვილის რეჟიმი პუტინის ბოროტების იმპერიის რბილი სატელიტია, – კვერი დაუკრა დღეს ბატონ არახამიას, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ, ვლადიმერ ევტუშენკოს საუბარია ჩაწერილი, და რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის! ასე ვარაუდების დონეზე, თან დაუდგენელი ავთენტურობის მქონე ცალკეულ ჩანაწერზე, დასკვნების გამოტანა, არახამიასთვის უცხო ნამდვილად არ არის.

 

ყველა მისი ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მისამართით, სანქციების გვერდის ავლით ე.წ შავი ხვრელების თემაზე თუ სანქციებთან არ შეერთებაზე, არც დოკუმენტურად და არც ფაქტობრივი მასალით არ დადასტურებულა. მსგავსი რამ, თავად ამ სანქციების დამდგენი არცერთი ქვეყნის წარმომადგენელს არ დაუფიქსირებია, მათ შორის არც ევროკავშირის და არც აშშ-ის მხრიდან. და თუ ან არახამიას ან ბოკერიას აქვთ ამ ყველაფრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არც არავის დაუშლია მათი საჯაროდ გამოქვეყნება. ნიშანდობლივია, რომ ეს მორიგი ბინძური კამპანიაც, ახლა უკვე თავად ბიძინა ივანიშვილზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველო ფაქტობრივად ხდება ტრანსციმბირული დერეფნის ალტერნატივა, ჩინური და აზიური ტვირთების საქართველოზე გამავალ შუა დერეფანში გადმომისამართებით.

 

სხვა მხრივ მართლა გაუგებარია, უკრაინის მაღალჩინოსანთა პრეტენზიები რას ემყარება და რა მიზანს ემსახურება, როდესაც აპელირებენ ქართველი ხალხის და ხელისუფლების დიამეტრალური პოზიციით, თითქოსდა ხალხი რომ უკრაინის მხარეს დგას და ხელისუფლება საპირისპირო, რუსულ ბანაკშია. დღეს, საერთაშორისო მხარდაჭერის თუ დახმარების სახით, რასაც უკრაინა ჩვენი ქვეყნისაგან იღებს, ცალკე აღებულ და ერთადაც ბევრი ქვეყნის მხარდაჭერასაც კი აღემატება! როგორც ჩანს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნით, რასაც შუა დერეფნის ჩაკეტვა მოყვება, რუსეთზე მეტად ქართული მე 5 კოლონაა დაინტერესებული, აბა სხვა რას უნდა მივაწეროთ დაუდასტურებელ ჩანაწერზე ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა” – წერს ცუცქირიძე Facebook -ზე.

Back to top button