,,ვის შეუძლია მოგვაწოდოს საინტერესო და მაქსიმალურად სამართლიანი ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველ მიხაილო პოდოლიაკზე? რა თქმა უნდა – თავად მიხაილო პოდოლიაკს. ამიტომ, რუბრიკიდან “ხელნაწერები არ იწვის” – მივმართოთ ინფორმაციის პირველწყაროს,’’ – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი და აქვეყნებს 2010 წელს გამოქვეყნებულ მიხაილო პოდოლიაკის სტატიას, სადაც პოდოლიაკი მკითხველს საკუთარი სამუშაო გამოცილების შესახებ ინფორმაციას უზიარებს.
როგორც ქართველიშვილი წერს, ახალ თანამდებობრივ ამპლუაში მისი მუშაობის სტილი არ შეუცვლია და ამჟამადაც, ჩვეული სიამოვნებით, ძველი და გამოცდილი დამკვეთების მითითებით, აქტიურად ჩართულია უკრაინის მიერ, საქართველოსთან მიმდინარე საინფორმაციო ომში.
,,ვის შეუძლია მოგვაწოდოს საინტერესო და მაქსიმალურად სამართლიანი ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველ მიხაილო პოდოლიაკზე? რა თქმა უნდა – თავად მიხაილო პოდოლიაკს. ამიტომ, რუბრიკიდან “ხელნაწერები არ იწვის” – მივმართოთ ინფორმაციის პირველწყაროს. მაშ ასე – მიხაილ პოდოლიაკი, 2010 წელი, რუსეთის ტელეარხ “НТВ”-ს ჟურნალისტი, ინტერვიუ მედიარესურს “ბელარუსის პარტიზანისთვის”, ამონარიდი: მე სიამოვნებით ვაკეთებ სერიოზულ ფულს საინფორმაციო ომებზე და პოლიტიკურ დაკვეთებზე რუსეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან. ხშირად ვომობ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სასარგებლოდ, ხანდახან – პირიქით ჩემთვის არ არსებობს “კარგი” ან “ცუდი” პოლიტიკოსი, გააჩნია საკითხის საფასურს – მთავარია იყოს სარფიანი დამკვეთი როდესაც მე ვცხოვრობდი ბელარუსში, მე მქონდა მჭიდრო კონტაქტები ადგილობრივ КГБ-სთან, ამჟამად მე კავშირზე ვარ რუსეთისა და უკრაინის სპეცსამსახურების მაღალჩინოსნებთან – სწორედ მათი მეშვეობით ვახერხებ ფასეული ინფორმაციის მოპოვებას სპეცსამსახურების ეს მაღალჩინოსნები ჩემგანაც იღებენ გარკვეულ ინფორმაციას და კონსულტაციას – მაგრამ ამ თემებს საიდუმლოების გრიფი ადევს დიდი მადლობა მიხაილო პოდოლიაკს გულწრფელობისთვის. ჯერ ეს ერთი, გაირკვა რომ 2010 წლისთვის ის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან თანამშრომლობდა და ამაში იღებდა ფულს – ასე რომ მის ამჟამინდელ გარემოცვაში ნაცნობი პერსონაჟებია. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ მის ახალ თანამდებობრივ ამპლუაში მუშაობის სტილი არ შეუცვლია და ამჟამადაც, ჩვეული სიამოვნებით, ძველი და გამოცდილი დამკვეთების მითითებით, აქტიურად ჩართულია უკრაინის მიერ საქართველოსთან მიმდინარე საინფორმაციო ომში’’ – წერს ქართველიშვილი.