ირაკლი ღარიბაშვილი: მართო შენი ქვეყანა და შენი ხალხი გაიყვანო სამშვიდობოს, საჭიროებს ერთობას, დიდ ძალისხმევას, ქვეყნის საქმის გაკეთებას და რაც მთავარია – მშვიდობას და სტაბილურობას

ბოლო 7 არჩევნებში გამარჯვება არის ძალიან საპატიო, საამაყო, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო, მძიმე ჯვარი, რომელიც ჩვენ გვაკისრია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გარდაბანში, „ქართული ოცნების” გარდაბნის მერობის კანდიდატის, დავით კარგარეთელის წარდგენაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყნის მართვა საჭიროებს ერთობას, დიდ ძალისხმევას, საქმის გაკეთებას და მშვიდობას და სტაბილურობას.

„მე მინდა, პირველ რიგში, ჩემი გამოსვლა მადლობით დავიწყო. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის ჩვენი გუნდისადმი, ჩვენი ოჯახისადმი, ჩვენი პარტიისადმი, რომელიც მართლაც ჩვენი ოჯახია და მივყვებით ქვეყნის განვითარებას.
ბოლო 7 არჩევნებში გამარჯვება არის ძალიან საპატიო, საამაყო, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო, მძიმე ჯვარი, რომელიც ჩვენ გვაკისრია. მართო შენი ქვეყანა და შენი ხალხი გაიყვანო სამშვიდობოს, საჭიროებს ერთობას, დიდ ძალისხმევას, ქვეყნის საქმის გაკეთებას და რაც მთავარია – მშვიდობას და სტაბილურობას. მე ყოველთვის ვიმეორებ ამ სიტყვებს – მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ეს სამი ძლიერი სიტყვა არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, მითუმეტეს, ჩვენ, ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასიც, სტაბილურობის ფასიც და ვიცით ომის ფასიც – ომის, არეულობის, ქაოსის, დესტაბილიზაციის. ომის და ქაოსის, რევოლუციების დრო დასრულდა ჩვენს ქვეყანაში მეგობრებო – ამის დრო არასოდეს უნდ განმეორდეს. ამის გარანტი არის ჩვენი ქართული ოცნება” ჩვენი ძლიერი გუნდი.

ჩვენ შევიკრიბეთ აქ, კიდევ ერთხელ მინდა მოკლედ შევეხო საკითხებს, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს აწუხებს. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა მაგრამ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ ვმუშაობთ გეგმებზე, შემუშავებული გვაქვს გრძელვადიანი განვითარების ხედვაც თითოეული რეგიონის, მუნიციპალიტეტის, ქალაქის და სოფლის დონეზე უნდა ჩავშალოთ ეს გეგმები. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ სოფლის მეურნეობაში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რეგიონების განვითარებას რა სჭირდება, რა სჭირდება გარდაბანს. ვიცი, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გაზიფიცირების საკითხი იყო. წყალმომარაგების საკითხებია ძალიან მნიშვნელოვანი. წყლით მომარაგების საკითხი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. პარადოქსია, რომ საქართველო სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია წყლის რესურსებით, ამ დროს ხარისხიანი წყალი არ აქვს დაახლოებით 3000-ზე მეტ სოფელს. ეს არის რეალური პრობლემა, რომელიც ჩვენ დავისახეთ, რომ მოვაგვაროთ 2025 წლისთვის ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება და წლების მიხედვით, 2030 წამდე გვაქვს გაწერილი გეგმა, ყველა სოფელი, 3000-ვე სოფელი იქნება მომარაგებული ხარისხიანი წყლით.

ხარისხზე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენს მოსახლეობას სჭირდება ყველაფერი ხარისხიანი – ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა. ხელმისაწვდომობა იქნება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ახლა უნდა გადავიდეთ ხარისხზე. ამ კონტექსტში უნდა ვთქვა, რომ ჩვენ დავიწყეთ ევროპული ტიპის ურბანული განახლების პროექტების შემუშავება და ყველგან დავიწყეთ სამუშაოები. უნდა დავიწყოთ მუნიციპალური ცენტრებით და გადავიდეთ პერიფერიებში. ყველა მუნიციპალიტეტი უნდა ვაქციოთ ევროპული ტიპის მუნიციპალიტეტად, ქალაქად. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი მომდევნო წლების განმავლობაში. ეს დავალება უნდა იყოს ახალი მერის, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა იმუშაოს, იშრომოს ჩვენი ხალხისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

Back to top button