პროკურორი: მარტივ ლოგიკასაც კი არ შეესაბამება მსჯელობა, რომ გამოძიების დაწყება რამენაირად დაკავშირებულია გვარამიას, როგორც მედიამენეჯერის მიმართ შურისძიებაზე

მარტივ ლოგიკასაც კი არ შეესაბამება მოსაზრებები და მსჯელობები, რომ გამოძიების დაწყება რამენაირად დაკავშირებულია გვარამიას, როგორც მედიამენეჯერის მიმართ შურისძიებასთან მიმართებით, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

 

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჯერ კიდევ 2019 ივლისში დაიწყო გამოძიება ამ საქმეზე. ამის საფუძველი იყო „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის განცხადება, რომელშიც საუბარი იყო იმ დროითვის უკვე ყოფილი მენეჯმენტის მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე. 2019 წლის აგვისტოში ამავე საქმეზე ნიკა გვარამია მიეცა პასუხისგებაში ბრალდებულის სახით. მაშინ ის აღარ იკავებდა თანამდებობას „რუსთავი 2“-ში და არ იყო „მთავარის“ გენდირექტორი. აქედან გამომდინარე, მარტივ ლოგიკასაც კი არ შეესაბამება მოსაზრებები და მსჯელობები, რომ გამოძიების დაწყება რამენაირად დაკავშირებულია გვარამიას, როგორც მედიამენეჯერის მიმართ შურისძიებასთან მიმართებით. რეალურად ამ განცხადების საფუძველზე, რომელზეც ვალდებულები ვიყავით, რეაგირება მოგვეხდინა, ჩატარდა გამოძიება და დადგინდა, რომ 2015-2019 წლებში „რუსთავი 2“-ის მაშინდელი მენეჯმენტი, ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობით, ჩადიოდა სისხლის სამართლის არაერთ დანაშაულს“, – აცხადებს პროკურორი.

Back to top button