უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: გერმანიის კანცლერი ჯერ არ ჩამოსულა კიევში – ან ძალიან დაკავებულია, ან თავისი პოლიტიკის რცხვენია, ან ჯერ მოსკოვში წასვლა უნდა

უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ოლექსანდ მერეჟკო სოციალურ ქსელ Twitter-ზე გერმანიის კანცლერს აკრიტიკებს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიევში ვიზიტით ჯერ არ ჩასულა.

„გერმანიის კანცლერი ჯერ არ ჩამოსულა კიევში. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს ამის ახსნა-განმარტება. შესაძლო ახსნა-განმარტებებს შორის:

1. ძალიან დაკავებულია

2. რცხვენია თავისი პოლიტიკის

3. ჯერ მოსკოვში წასვლა უნდა“, – დაწერა ოლექსანდ მერეჟკომ.

Back to top button