ნუ გვივრცელებთ ცრუ ინფორმაციას! არანაირ აქციას არ ვუერთდები! და ჩვენს ნაცვლად ნუ საუბრობთ ან იღებთ გადაწყვეტილებებს! – ამის შესახებ პარაოლიმპიელი ირმა ხეცურიანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას იმ ინფორმაციაზე, რომ თითქოსდა პარაოლიმპიური კომიტეტი აქციას უერთდება.
“მოგვეცით საშუალება მშვიდად ,ინტრიგების გარეშე ვივარჯიშოთ და მოვემზადოთ შეჯიბრისთვის! მადლობა!” – წერს ხეცურიანი.