ხულოში ყოველთვის იციან ღირსეულის და უღირსის გარჩევა და საკადრის გადაწყვეტილებას იღებენ. ამიტომ, ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენს გამარჯვებაში პირველივე ტურში. ამაყი ვარ, რომ დღეს კიდევ ერთხელ მიწევს თქვენთან შეხვედრა, ორმაგად ამაყი ვარ, რომ ვახტანგ ბერიძე, ჩვენი დასაყრდენი აქ, ხულოს მუნიციპალიტეტის ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი, მეორე ვადით იქნება როგორც მოქმედი, ისე მომავალი მერი თავის გუნდთან ერთად” – განაცხადაა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების” ხულოს მერობის კანდიდატის ვახტანგ ბერიძის წარდგენაზე.
მისი თქმით, მიუხედავად პანდემიისა, „ქართული ოცნების” გუნდმა, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით შეძლო, რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩენილიყო სახელმწიფო ზრუნვის და სამედიცინო მომსახურების გარეშე, ყველას ჰქონოდა ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე, რომელიც მნიშვნელოვანია სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.
„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ყველა ის პროექტი, შევასრულოთ ყველა ის დაპირება, რომელიც მოგეცით. ჩვენი ოპონენტები ყოველთვის სვამენ კითხვას, თუ რა გაკეთდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ეს შეკითხვა შეიძლება შეტრიალდეს, თუ რა ვერ გაკეთდა ან არ გაკეთდა. პრემიერ მინისტრთან ერთად მოვინახულეთ ხულო-ზარზმის მიმდინარე პროექტი, რომელიც გრაფიკის მიხედვით სრულდება და 2023 წლისთვის სამცხე-ჯავახეთი, ხულო, მთლიანად აჭარა კიდევ უფრო ახალ შესაძლებლობებს შეიძენს. ასევე, წელს ბიუჯეტის ფარგლებში, ყველა ის პროგრამა, რომელიც გვქონდა გათვალისწინებული, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდა როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვზრუნავთ ხულოელებზე როგორც აქ ხულოში, ასევე იცით, რომ „ოცნების ქალაქი” წლის ბოლომდე დასრულდება და ყველას ექნება ღირსეული საცხოვრისი. ხულოში ყოველთვის იციან ღირსეულის და უღირსის გარჩევა და ყოველთვის საკადრის გადაწყვეტილებას იღებენ. ამიტომ, ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენს გამარჯვებაში პირველივე ტურში. ბატონი ვახტანგი, მოქმედი და მომავალი მერი თავის გუნდთან ერთად გააგრძელებს იმ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის კეთებას, რომელიც აქამდე კეთდებოდა ამ მუნიციპალიტეტში. ჩვენ, აჭარის მთავრობა და მთლიანად ხელისუფლება გვერდში დავუდგებით მას, რომ ყველა პროექტი ბოლომდე იქნას მიყვანილი და ხდებოდეს თითოეულ ადამიანზე მაქსიმალური ზრუნვა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.