ლანჩხუთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქალაქის 8 ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება. ამ დროისთვის სამუშაოები გოგიჩაიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 3 000 000 ლარია.

სამუშაოებს კომპანია ,,პალადა” ასრულებს.

ქალაქში მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერა.

Back to top button