ერთად დგომით მოვიპოვებთ ღირსეულ გამარჯვებას, ეს იქნება თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ლანჩხუთის ღირსეული გამარჯვება ღირსეული მომავლისათვის – განაცხადა „ქართული ოცნების” ლანჩხუთის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე სარიშვილმა წარდგენაზე.
მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების” გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის.
„4 წელი გავიდა და კიდევ ერთხელ მიწევს თქვენ წინაშე დგომა. დიდი მადლობა ძალიან ძლიერ გუნდს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”, რომელმაც კიდევ ერთხელ მომცა შანსი ვემსახურო ჩემს მშობლიურ ხალხს, გავიზიარო მათი ტკივილი და მათი გასაჭირი.
“ქართული ოცნება” წარმოადგენს ერთადერთ პასუხისმგებლიან ძალას და მე მათთან ერთად ყოველთვის ვიქნები მოსახლეობის და თითოეული თქვენგანის გვერდით. ამ ულამაზეს, ისტორიისა და კულტურის მატარებელ მხარეში გამორჩეული იუმორის მქონე ხალხი ცხოვრობს, რომელიც განსაკუთრებულად გამოირჩევა თავისი შრომისუნარიანობით, სილაღით, სიყვარულით თითოეული ადამიანის მიმართ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს 4 წლის განმავლობაში გვერდში დგომისათვის. მე აქ დავიბადე და გავიზარდე, ჩემი განვლილი ცხოვრება აქაურობას უკავშირდება. ჩემი მიზანია ვემსახურო ხალხს, ვემსახურო ჩემს მუნიციპალიტეტს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აქ გამორჩეული სიყვარულის მქონე ხალხი ცხოვრობს და ეს ხალხი იმსახურებს ძალიან ლამაზ მომავალს, უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას” – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის შემდეგ უამრავი სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თუ ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.
„2012 წლიდან ჩვენ ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ ქვეყნის განვითარება. განვახორციელეთ უამრავი სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თუ ინფრასტრუქტურული პროექტი. ყველა მიმართულებით ხელშესახებ პროგრესს მივაღწიეთ და ჩვენი ლანჩხუთი გავხადეთ უფრო მეტად განვითარებული. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და წინ უამრავი გამოწვევა გველის.
თქვენთან ერთად, ჩვენი ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩვენ ყველა იმ პროექტს, ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, ღირსეულად გავუმკლავდებით და ღირსეულად დავამარცხებთ. 2013 წლიდან ჩვენს მუნიციპალიტეტს ვემსახურები სხვადასხვა პოზიციებიდან.
იყო აღმასრულებელი და იყო საკანონმდებლო ორგანო. 2017 წლიდან კი უშუალოდ მერის რანგში ვარ თქვენ წინაშე წარმოდგენილი. მერწმუნეთ, ჩემზე უკეთ არავინ იცის რა სჭირდება ჩვენს ხალხს, რა და როგორ უნდა გადაწყდეს, რომელ პრობლემას რა კუთხით უნდა მივუდგეთ, რომ ესა თუ ის პრობლემა ეფექტიანად გადაიჭრას. გაგრძელდეს წინსვლა, რადგან ხვალინდელი ლანჩხუთი იყოს უფრო ძლიერი, უფრო წარმატებული, უფრო განვითარებული. დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერაში. სწორედ ერთად დგომით მოვიპოვებთ ჩვენ ღირსეულ გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი, ჩემი გუნდის და პარტია „ქართული ოცნების” გამარჯვება, ეს იქნება თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ლანჩხუთის ღირსეული გამარჯვება ღირსეული მომავლისათვის!
ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ის გუნდი, რომელიც მომავალ თვითმმართველობაში იქნება წარმოდგენილი მერთან ერთად: კარლო კვიტაიშვილი, ელისო ჭიჭინაძე, ბესიკ ტაბიძე, რევაზ კვერენჩხილაძე, კახა თედორაძე, ია მოქია, გიორგი ჩახვაძე, ემზარ თედორაძე, ზაზა წულაძე” – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.