ქარელში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს მელიორაციამ ქარელის მუნიციპალიტეტში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა. აღდგენილ  სისტემაში წყალი გაშვებულია.

 

პროექტის ფარგლებში,28.4 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური არხისდა წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია ჩატარდა; მოეწყო რკინაბეტონის ღარები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები და წყალმზომები.

 

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქ.ქარელის, ქარელისა და გორის  მუნიციპალიტეტების 9 სოფლის (ახალსოფელი, სამწევრისი, ქარელი, ხვედურეთი, ქვენაფლავი, ღვლევი, სკრა, ბეთლემი, რიეთი) 3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

 

პროექტის ღირებულება 4  მლნ ლარამდეა.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ სიმონ გულედანთან ერთად გაეცნო.

Back to top button