
MAN Truck & Bus-მა „NewMAN“ სტრატეგიის მიხედვითმომავლის მიმართულება განსაზღვრა. ახალი დევიზით – „ბიზნესის გამარტივებისთვის“- მათი მთავარი მიზანია, გადამწყვეტი როლი ითამაშონ მობილობის გამარტივებაში.
კომპანია ორი ბრენდის- MAN-ისა და NEOPLAN-ისმომხმარებლებსსაქალაქო, საქალაქთაშორისო, საექსკურსიო-ტურისტული ავტობუსებისა და მიკროავტობუსების უახლეს მოდელებს სთავაზობს.
„Covid-19-მა ადამიანებსა და ბაზრებზე საგრძნობი ზემოქმედება მოახდინა.პანდემია განსაკუთრებით რთული გამოდგა საექსკურსიო-ტურისტული ავტობუსების წარმოების სექტორისთვის.მიუხედავად ამ რთული გარემოებებისა, MAN-ისა და NEOPLAN-ის ბრენდების ბაზრის წილი სტაბილურად გაიზარდა. თუმცა ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ მუდმივად უნდა ვიმუშაოთ მომავლის ტექნოლოგიებზე, რათა შევინარჩუნოთ ინტერესი.ნულოვანი ემისიის მობილობის, დიგიტალიზაციისა და ავტომატიზაციის ტენდენციები სწრაფი ტემპით ცვლის მსოფლიოს. ახალი NewMAN სტრატეგია საფუძველს იძლევა MAN-ის ბრენდის რეორგანიზაციისთვის დაჩვენ, ჩვენი ძლიერი გუნდით, ამძირეული ცვლილებებისთვის მზად ვართ“, – ანდრეას ტოსტმანი, MAN Truck & Bus-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ახალისტრატეგიის მიხედვით,MAN Truck & Bus მაქსიმალურად მოქნილიუნდა გახდეს. კომპანია ყურადღებას გაამახვილებს ნულოვანი ემისიის ტექნოლოგიებზე და მათ, როგორც „ჭკვიანი ინოვატორის“, როლზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ელექტრომობილურობაზე და წყალბადზე, როგორც ალტერნატიულ საწვავზე.
MAN Lion’s City E: სრულად ელექტრიფიცირებული საქალაქო ავტობუსი
MAN-ის ახალი სტრატეგია და ინოვაციური ავტობუსები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კომპანია განვითარების ახალ ეტაპზეა. ბრენდისმთავარი მიზანია,დაიხვეწოს სრულად ელექტრიფიცირებულიLion’s City E, ასევე, MAN Truck & Bus-ის მდგრადი სერიისმოდელები და გამოიყენოს ისინი ურბანული მობილობისთვის.
MAN Lion’s City E თვეებია, ევროპის ქალაქებში წარმატებით გამოიყენება და მის პროცესებში ინტეგრირებაზე კომპანია უკვე მუშაობს.
„ავტობუსები უკვე მიიჩნევაყველაზე ეკოლოგიურ და ეკონომიურ სატრანსპორტო საშუალებად. CO2 –ის გამონაბოლქვის შემცირებაზე მთელს მსოფლიოში მუშაობენ. დღესდღეისობითუფრო და უფრო მეტი საზოგადოებრივი სატრანსპორტო კომპანია ითვალისწინებს ამას და ახალი ავტობუსების შეძენისას მხოლოდ ბატარეებზე მომუშავე საქალაქო ავტობუსებს ირჩევს“,– რუდი კუხტა, MAN Truck & Bus-ის ავტობუსების ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელი.
ახალი MAN Lion’s Intercity LEმსოფლიო ბაზარზეპირველად წარდგება
MAN-ი Lion’s Intercity LE-ს პირველად წარადგინესდა კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ავტობუსი ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. MAN-ის ავტობუსების ოჯახის უახლესი წევრი ინოვაციურობით გამოირჩევა.ავტობუსის დიზაინი მისი მრავალმხრივ გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის,როგორც საქალაქო, ისესაქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმართულებით.
ახალი მოდელების სერია ავტობუსის სამ მოდელსჩაანაცვლებს. გეგმის მიხედვით, 2023 წლიდან ახალი Lion’s City „MAN EfficientHybrid“ ჰიბრიდული ძრავითაღიჭურვება. მომხმარებლები პირველ ეტაპზე ორ საქალაქთაშორისო ვერსიას – Lion’s Intercity LE 12-სა და Lion’s Intercity LE 13-ს იხილავენ. მათი წარმოება მიმდინარე წელს დაიწყება.
MANუსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ახალი სისტემების ფართო სპექტრს ქმნის
უსაფრთხოება ის მიმართულებაა, რაზეც კომპანიაში აქტიურად მუშაობენ. ახალი სისტემების დახმარებით მძღოლებს საგრძნობლად უმარტივდებათ სხვადასხვა საჭიროებისთვის შექმნილი ავტობუსების მართვა.
მაგალითად, მიმდინარე წლიდანMAN ComfortSteering – საჭის ელექტრონული დამხმარე სისტემა MAN-ისა და NEOPLAN-ის ავტობუსებში დამონტაჟდება. ეს საჭის მართვის მთელ პროცესს ბევრად უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის.
ახალ ავტობუსებში დამონტაჟდებაზოლში დაბრუნების დამხმარე სისტემა (LRA). ასევე, ქალაქში მოძრაობისასიმოქმედებს მობრუნების ასისტენტი და ფეხით მოსიარულეთა ამოცნობის სისტემა.
—
MAN-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს გერმანული ბრენდის პროდუქციასა და სატვირთო-სამშენებლო ტექნიკას სთავაზობს. „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სრულად არის მორგებული გერმანულ სტანდარტებს.