პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ქართული ოცნების” ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მოგესალმებით ოზურგეთელებო, გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, თქვენს წინაშე წარვსდგე ადგილიდან, სადაც პირველად არ ვარ. ჩემი ბრწყინვალე მოგონებები უკავშირდება კალანდობასდას, არაჩვეულებრივ ტრადიციას, რომელიც საუკუნეებს ითვლის და მე დავპირდი ჩემს შვილებს, რომ შემდეგ კალანდობას აუცილებლად მათთან აქ შევხვდები, რათა მათ ნახონ ეს ულამაზესი ტრადიცია.
თუმცა, ჩემს ოჯახს ჩვენი ტრადიციებიც გვაქვს ამ დღესთან დაკავშირებით.
როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ კუთხეზე, ყველას რაღაც განსაკუთრებული გვაკავშირებს თითოეულ მათგანთან. მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი-ოზურგეთი არის ქალაქი, რომელსაც მე ვეძახი ლიდერების სამჭედლოს. არაერთი ცნობილი ქართველი ლიდერი, მოღვაწე, პოლიტიკოსი აღზარდა ამ კუთხემ. რად ღირს მხოლოდ ნოე ჟორდანიას ხსენება-მისი როლი უმნიშვნელოვანეს დროს, საქართველოს პირველი საერთაშორისო აღიარება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
ცოტა ხნის წინ ჩვენ ვესწრებოდით ფოლკლორის სახლის გახსნას, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს-ჩამონათვალი ძალიან დიდია.
არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, თანაგუნდელი, ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ მის უსაზღვრო შრომისმოყვარეობას.მე ყოველთვის ვუწოდებ მას, თანამედროვეობის ერთ-ერთ ლიდერ პოლიტიკოსს- ეს არის ჩემი მეგობარი არჩილ თალაკვაძე, რომელიც თქვენი ღირსეული შვილია. იგი ყოველთვის, ზრუნავდა ოზურგეთზე, ხალხზე, სადაც ის გაიზარდა და ჩამოყალიბდა ლიდერად.
ოზურგეთზე საუბრისას, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ძალიან ბევრ პროექტზე იქნება ეს ინფრასტრუქტურული, თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
მე ყურადღებას გავამახვილებ იმ დიდ ტურისტულ პოტენციალზე, რომელიც ამ ქალაქს და ამ მუნიციპალიტეტს გაჩნია – აგროტურიზმი, ეკოტურიზმი ის მიმართულებებია, რომელიც აუცილებლად უნდა განვითარდეს სრული მასშტაბებით, ეს შესაძლებლობა ოზურგეთს ნამდვილად გააჩნია.
მე მოვინახულე შატო „როიალ ასკანელი”, რომელიც ნამდვილად სამეფო შატოა. ღვინის ტრადიციები, რომელიც აქ არის, სახელს უთქვამს სხვადასხვა საერთაშორის ფესტივალზე გურულ და ზოგადად, ქართული ღვინის ტრადიციებს.
არის გარკვეული პროექტები, რომელსაც ხაზგასმა სჭირდება და მე ნამდვილად გამოვყოფდი ოზურგეთის დრამატულ თეატრს.
ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ქართუს”, რომ საქართველოს მასშტაბით ახორციელებს მსგავს პროექტებს. ბიძინა ივანიშვილს, რომლის პირადი ინიციატივებით კეთდება პროექტები, რომელიც ნამდვილად რჩება ამა თუ იმ რეგიონის ლენდ-მარკ პროექტებად.
,,ციცინათელა”, უნიკალური დენდროლოგიური პარკი, „პარაგრაფი”, „ბლექ სი არენა”,-ეს ის პროექტებია, რომელმაც ახალი სიცოცხლე შესძინა მთლიანად რეგიონს და გაჩნდა კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის.
დარწმუნებული ვარ, მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს ვიხილავთ ად ამისთვის დიდი მადლობა ფონდ „ქართუს”.
რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი კანდიდატზე, ჩემს მეგობარზე -ავთო თალაკვაძეზე მე პირადად ვთვლი, რომ მაგალითი უნდა გახდეს ყველასთვის იმისა, რომ როდესაც აღწევ დიდ წარმატებას, ზურგს გიმაგრებს განათლება, პროფესიონალიზმი და ბრუნდები შენს მშობლიურ ქალაქში, ცდილობ შენი ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი დაუთმო იმ ქალაქს, რომელმაც გაგხადა ის, რაც ხარ.
ვიცნობ რა მას, მის მონდომებას, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ოთხი წლის თავზე ნამდვილად ვიამაყებთ იმ პროგრესით, იმ განვითარების ტემპებით, რომელსაც ჩვენი ახალი მერი, საკრებულოს გუნდთან ერთად მიაღწევს ოზურგეთისთვის და მთლიანად მთელი საქართველოსთვის” – განაცხადა კუჭავამ.