„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობისკანდიდატი ზურაბ აბაშიძე აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს.
მაჟორიტარობის კანდიდატმა, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანთან ერთად, შეხვედრა ბროსესა და ჯამბულის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
ზურაბ აბაშიძე: „ვაგრძელებ მოსახლეობასთანშეხვედრებს, ვისმენ მოქალაქეების რჩევებსა და სურვილებს. ვეცდებიმთაწმინდელების ნდობით აღჭურვილი მანდატის მოპოვებას, რათა შემდეგმათთან ერთად ვიზრუნო და ვიშრომო ჩვენი თბილისის ისტორიული უბნის კეთილდღეობისთვის.
მადლობა მინდა ვუთხრა მთაწმინდის მცხოვრებლებს შეხვედრებში მონაწილეობისთვის.თითოეული მათგანისგან იგრძნობა განსაკუთრებული სითბო, მხარდაჭერა და იმედიანი განწყობა“.