საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანსისკო ბუსტილიო ბონასოს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველოში ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ახალ იმპულსს მისცემს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.
ხაზი გაესვა ქართული მხარის ინტერესს ლათინური ამერიკის რეგიონთან პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების კუთხით, ასევე ვაჭრობის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რეგიონში ურუგვაი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი და ღირებული პარტნიორია. პრემიერ-მინისტრმა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურუგვაის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ურუგვაის შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ პოლიტიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, რაზეც მეტყველებს მაღალი დონის ვიზიტების და შეხვედრების სიხშირე. გამოითქვა რწმენა, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად, ქართული მხარე განსაკუთრებით დაინტერესებულია ურუგვაისთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებით. გამოითქვა მზაობა, ქვეყნებმა გააგრძელონ მუშაობა შესაბამისი სფეროებისა და ერთობლივი ინიციატივების გამოსავლენად, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის კუთხით. ამასთან, აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მოქმედი უვიზო რეჟიმი ქმნის მნიშნველოვან წინაპირობას ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის ტურიზმის, კულტურისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების კუთხით.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ცოტა ხნის წინ ურუგვაიში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ საკონსულოს გახსნა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაში.