მოუთმენლად ველი ნაყოფიერ დისკუსიებს ლვოვსა და კიევში რიგ საკითხებთან დაკავშირებით თავდაცვის, უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროების მიმართულებით- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Twitter”-ში წერს.
მთავრობის მეთაური უკრაინის პრემიერ-მინისტრს თბილი მიღებისთვის მადლობას უხდის.
“მადლობა თბილი მიღებისთვის დენის შმიგალს! მოუთმენლად ველი ნაყოფიერ დისკუსიებს ლვოვსა და კიევში რიგ საკითხებთან დაკავშირებით – თავდაცვის, უსაფრთხოების და ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროების ჩათვლით!”-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.