ირაკლი ღარიბაშვილმა მომავლის ენერგიის მუზეუმი ,,ნურ-ალემი” დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ნურ-სულთანში მომავლის ენერგიის მუზეუმს ,,ნურ-ალემს” ეწვია და დელეგაციასთან ერთად მუზეუმის ექსპოზიციები დაათვალიერა.

მომავლის ენერგიის მუზეუმი ყაზახეთის რესპუბლიკაში პირველი ტექნოლოგიური მუზეუმია.

შენობა 8-სართულიანია და თითოეულ სართულზე სხვადასხვა კონცეფციაა წარმოდგენილი.

მუზეუმში წარმოდგენილია: ნურ-სულთანში ენერგიის ალტერნატიული წყაროების დანერგვის პროექტები, კოსმოსის შეუსწავლელი სივრცის საიდუმლოებები, “კოსმოსური კვლევის გვირაბი”.

მუზეუმში წარმოდგენილი “მზის ბურთი” მზეზე მიმდინარე პროცესებსა და ვარსკვლავების ენერგეტიკულ პოტენციალს აჩვენებს.

Back to top button