1-23 აგვისტოს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 18 ლოკაციაზე მოემსახურება

1-23 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR- გადასახადის გადამხდელებს 18 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

1 ლანჩხუთი 01.08.2022 ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობისგვერდით 10:00-17:00
2 გურჯაანი 01.08.2022  თამარ მეფის ქ. #9 (კურორტ ახტალისშესასვლელთან) 10:00-17:00
3 ახმეტა 02.08.2022 ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობისშენობასთან 10:00-17:00
4 ლენტეხი 03.08.2022 თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობისწინ 10:00-17:00
5 ყვარელი 03.08.2022 კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტისშენობასთან 10:00-17:00
6 ხონი 04.08.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
7 დუშეთი 04.08.2022 რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტისგამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი 10:00-17:00
8 ვანი 05.08.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
9 ამბროლაური 08.08.2022 კოსტავას ქ. 20 10:00-17:00
10 კასპი 08.08.2022 სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან 10:00-17:00
11 ბაღდათი 09.08.2022 წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
12 მარტვილი 10.08.2022 თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ 10:00-17:00
13 ტყიბული 11.08.2022 კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობისშენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
14 ცაგერი 12.08.2022 რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობისწინ 10:00-17:00
15 ონი 18.08.2022 აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოსწინ 10:00-17:00
16 ყაზბეგი 18.08.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
17 ამბროლაური 22.08.2022 კოსტავას ქ. 20 10:00-17:00
18 საჩხერე 23.08.2022 თავისუფლების ქ. N 4, გამგეობისმიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

Back to top button