თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით უკრაინასთან ბრწყინვალე თანამშრომლობა გვაქვს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართველი და უკრაინელი სამხედროები ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობენ, რაც ძალიან სასიხარულოა.
“ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ ჩვენს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთობების საკითხები თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა. ჩემთან ერთად იმყოფება თავდაცვის მინისტრი და ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ამ სფეროშიც. ქართველი სამხედროები მონაწილეობას იღებენ ერთობლივ წვრთნებში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უკრაინელებთან ერთად. ასევე, უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ საქართველოში, არაერთ წვრთნაში, რაც ძალიან სასიხარულოა”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.