ახალციხის მერობის კანდიდატი ირაკლი ლაზარაშვილი, ქალაქ ახალციხეში 9აპრილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა, ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
მსოახლეობასთან შეხვედრებისას კანდიდატმა აღნიშნა, რომ თითოეული უბნისათვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების ხარისხიანად განხორციელება. „ქართული ოცნების” გუნდის პრიორიტეტია, ყველა რეგიონი, ქალაქი და უბანი იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მაქსიმალურად მორგებული.