გია აბაშიძე:“სამართლიანი არჩევნები” ავრცელებს ტყუილებს, მე ამას უზუსტობას ვერ დავრქმევ

მისასალმებელია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომწურავი პასუხი გასცა ISFED-ს, რომელიც არაერთხელაა შემჩნეული არა პროცესების ობიექტურ შეფასებაში, არამედ სააკაშვილის პარტიული განშტოებების პოლიტიკური დღის წესრიგის ტირაჟირებაში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) შეფასებებში, შესაძლოა, საარჩევნო პროცესის არაარგუმენტირებული დისკრედიტაცია იკვეთებოდეს, – ასე პასუხობს ვრცელი განცხადებით ცესკო NGO ISFED-ის 19 აგვისტოს შეფასებას. ამასთან, ცესკო-ს არ მიაჩნია მიზანშეწონილად ისეთი განცხადებების გავრცელება, რომელშიც, შესაძლოა, ფიქსირდებოდეს უზუსტობები, ქმნიდეს საკითხით მანიპულირების შესაძლებლობას მიკერძოებული მხარეებისთვის და საერთო ჯამში, საზოგადოებას უქმნიდეს უსაფუძვლო უნდობლობას არჩევნებისადმი

„19 აგვისტოს ანგარიშში, მხოლოდ აღქმებითა და ვარაუდებით მომუშავე, 2020 წლის ხმების პარალელური დათვლის გამყალბებელი „სამართლიანი არჩევნები“ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის პროცესთან დაკავშირებით ავრცელებს ტყუილებს. მე ამას უზუსტობას ვერ ვუწოდებ.

(იხილეთ ცესკო-ს არგუმენტირებული პასუხები ბრალდებებზე)

https://bit.ly/3gkzdg0

მისასალმებელია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომწურავი პასუხი გასცა ISFED-ს, რომელიც არაერთხელაა შემჩნეული არა პროცესების ობიექტურ შეფასებაში, არამედ სააკაშვილის პარტიული განშტოებების პოლიტიკური დღის წესრიგის ტირაჟირებაში.

არც “სამართლიანი არჩევნები”, არც საია და არც ეკა გიგაურის პოლიტიკური კანტორა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არ არიან ჭეშმარიტების საბოლოო ინსტანციები. მით უმეტეს, როცა ხსენებული “ენჯეოები” არაერთხელ ამხილეს უსინდისო პოლიტიკურ აქტივობებში. ცილისმწამებლებსა და პოლიტიკურ მანიპულატორებს ყოველთვის უნდა გაეცეს საკადრისი, არგუმენტირებული პასუხი!“ – წერს გია აბაშიძე.

Back to top button