ონის მერიაში ტრენინგი თემაზე – ,,ქონების მართვის ელექტრონული პროგრამა eproperty.ge-ს ფარგლებში” ჩატარდა

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, ა(ა)იპ „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ” ჩაატარა ტრენინგი თემაზე – ,,ქონების მართვის ელექტრონული პროგრამა eproperty.ge-ს ფარგლებში”.

 

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა საფინანსო და ქონების მართვის სამსახურების ხელშეწყობა, აქტივების აღრიცხვასა და მართვაში.

 

შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნულ სფეროებში სიახლეების გაცნობას და შესაბამისი სამსახურების ეფექტური მუშაობის ხელშეწყობას.

Back to top button