„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კასპის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

კასპის მუნიციპალიტეტის ახალციხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალციხესა და ნოსტეში სოფლის შიდა საუბნო გზების მოხრეშვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

სამუშაოს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ი/მეწარმე დავით კოშაძე ახორციელებს.

 

საქართველოს მთავრობის #277 განკარგულებით, 2022 წლის “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ადმინისტრაციული ერთეულის 5 სოფელზე: ახალციხე, ნოსტე, მთიულთუბანი, ცხავერსა და გოსტიბეზე 56 000 ლარია გამოყოფილი. სოფლის კუთვნილ თანხას ახალციხე, ნოსტე, ცხავერი და გოსტიბე შიდა სასოფლო გზების მოხრეშვას, ხოლო მთიულთუბანი სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას მოახმარს.

Back to top button