მისი ეს ფბ-პოსტი არ შეიცავს კანონგარეშე საფრთხეებს და კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს?- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქ სტატუსის შესახებ.
“ირაკლი ოქრუაშვილი: “ერთი პატარა მაგალითი/ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი “დუხი” აღარ იქნება აქ. ვინაა მაგის მქმნელი თორემ კი. სტუმარ-მასპინძლობა, ჰუმანურობა, ეკონომიკა და ტურიზმი არ დამიწყოთ თავმოყვარეობის არმქონეებმა …” არ დავუწყებ, თავმოყვარეობის გამო. ფაქტიურად გააჟღერა ყველაფერი ის, რაზეც დილიდან ვმსჯელობთ – ანუ გეგმა არსებობს, ჩვენი ეჭვები უსაფუძვლო არ იყო. რამე დამატებით მტკიცებულებებს ველოდებით? კვლავ ორი ტრუპია საჭირო? იმედია, ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყოფილი “პოლიტპატიმრის” მოწოდებით, კონკრეტული დანაშაულის ჩადენისაკენ ბიძგით, მზა სცენარის გახმაურებისათვის. თუ მისი ეს ფბ-პოსტი არ შეიცავს კანონგარეშე საფრთხეებს და კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს?”- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.