მისმა სხვა თანამზრახველებმა იწვალეს, ხან ირიბად თქვეს, ხან – უფრო პირდაპირ, მერე თავი იმართლეს… ამ სიტყვების ავტორმა კი მკაფიოდ თქვა მათი სათქმელი, ყველასი ერთად!.. – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ვისაც აქამდე კიდევ რჩებოდა კითხვები, მათთვის რამდენიმე უმარტივესი ჭეშმარიტება:
რუსეთი ოკუპანტია!
საქართველოს ადგილი ევროპაშია!
ეს კი ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო პროვოკაცია, ბოროტება და ომში ჩათრევის ყველაზე მოკლე გზაზე სვლის პირდაპირი მოწოდებაა!” – წერს მდინარაძე.