კასპის ოთხ სოფელში ბავშვთა გასართობი ატრაქციონები მოეწყო

კასპის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ბორტა, გამდლისწყარო, მრგვალი ჭალასა და თეძმისხევში ბავშვთა გასართობი ატრაქციონები მოეწყო.

4 სახეობის გასართობი საშუალებების შეძენა – მოწყობაზე ოთხივე სოფელში 56 895 ლარი დაიხარჯა, რომელიც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ექსიმ მედი“-მ განახორციელა.

2022 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში მოსახლეობამ ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა გადაწყვიტა, რომელიც აღნიშნულ სოფლებში დღემდე არ ყოფილა.

Back to top button