საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში, ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით – „დამსახურებისთვის” დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე დააჯილდოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის, სლოვაკეთის და მოლდოვას პრეზიდენტები; რუმინეთის, სლოვაკეთის და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.