მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანთან ერთად, შინდისის, წავკისისა და ოქროყანის მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო და რაიონში არსებული ვითარების გაუმჯობესების ხელშეწყობის კუთხით მათი პოზიციები მოისმინა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ ამომრჩევლებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული სამომავლო პროექტების დაგეგმვის პროცესში, რისთვისაც ის მოსახლეობასთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.
ზურაბ აბაშიძე: „ჩვენს გუნდს აქვს ახალი ინიციატივები და ხედვები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს მთაწმინდის რაიონის, როგორც ცენტრალური, ასევე, პერიფერიული უბნების განვითარებას. სწორედ აღნიშნული გეგმებისა და სამომავლო პროექტებზე მუშაობის პროცესში მინდა, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივები. შესაბამისად, ვაგრძელებ მთაწმინდის რაიონის თითოეული დასახლების მცხოვრებლებთან პირადად შეხვედრას, მათთან აქტიურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას.”