ლანჩხუთის მერმა 2021-2022 სასწავლო წლის საუკეთესო მოსწავლეები დააჯილდოვა

ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა 2021-2022 სასწავლო წლის საუკეთესო მოსწავლეებს ფულადი ჯილდო და სიგელები გადასცა.

 

22 ოქროს მედლის კანდიდატ მოსწავლეს 500-500 ლარი ჩაერიცხა, ხოლო 10 ვერცხლის მედლის კანდიდატს – 300-300 ლარი.

მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა თითოეულ მათგანს.

Back to top button