„სრული სისულელეა მეგრული ენის შენარჩუნებაზე ფიქრი“ – „ევროპული საქართველოს“ წევრის სეპარატისტული მოწოდება

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ნუგზარ სერგია სოციალურ ქსელში სეპარატისტულ მოწოდებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ მეგრული ენის შენარჩუნებაზე ფიქრი სრული სისულელეა.

მისი თქმით, მეგრული ენის გამოყენების საჭიროება არ არსებობს.

„სრული სისულელეა მეგრული ენის შენარჩუნებაზე ფიქრი, მით უმეტეს, მის განვითარებაზე, თუ ენის გამოყენების საჭიროება არ არსებობს. უფრო მეტიც, გამოყენების აუცილებლობა. თავს ნუ მოვიტყუებთ.

თუ მეგრული ენის გადარჩენა გვინდა, ის სამეგრელოში ოფიციალურ ენად უნდა გამოცხადდეს და სამართლის წარმოება ადგილობრივ დონეზე მეგრულად უნდა წარიმართოს.

ამ ყველაფერს კი, არც მეტი, არც ნაკლები, ავტონომია სჭირდება.

რისი მიღწევაც სამეგრელოს მოსახლეობის და ქართული ხელისუფლების ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, სრულიად მარტივია“, – წერს ნუგზარ სერგია Facebook-ზე.

kvira.ge

Back to top button