„ქართული ოცნების” ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე ბაგებისა და წყნეთის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატი აღნიშნულ მისამართებზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილზე განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით ადგილობრივების მოსაზრებები მოისმინა. გიორგი ტყემალაძემ ბაგებისა და წყნეთის ქუჩის მოსახლეობას დედაქალაქის მერიის მიერ, თბილისში გატარებული წარმატებული რეფორმების შესახებ ესაუბრა და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნო.
„ვაგრძელებ წინასაარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან. დღეს ვიმყოფებოდი ბაგებში, ასევე შევხვდი წყნეთის ქუჩის მოსახლეობას. ჩემთვის ძალიან საინტერესოა მოვისმინო მათი ხედვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს სამომავლოდ მათი უბანი. ამ მიმართულებით დღეს ჩვენ ჩვენი მოსაზრებები გავცვალეთ და ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა”- განაცხადა მმართველი პარტიის ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ.