თბილისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად დიდი ლილოს მაცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს განხორციელებულ საშუალო და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ადგილობრივების მოთხოვნით შესრულდა.
მოწესრიგდა შიდა გზები და კანალიზაციის სისტემა, სახურავებს ჩაუტარდათ სრული რეაბილიტაცია.
მოსახლეობისთვის მიმდინარე ეტაპზე, უმნიშვნელივანეს გადასაჭრელ პრობლემად მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, სკვერების მოწყობა და გარე განათების სისტემის მონტაჟი წარმოადგენს.
ლილოს დასახლებაში ყველაზე მწვავე პრობლემას კვლავ ნაგავსაყრელის საკითხი წარმოადგენს, რომლის პრობლემის მოგვარება მერიის მხრიდან დაწყებულია და გადადგმულია ნაბიჯები, 30 მილიონი ევრო სესხი უკვე აღებულია ევროპის რეკონსტრუქციის ბანკისგან, დაკონტრაქტებულია კომპანია, ხელშეკრულება დადებულია და მალე ეს პრობლემა მთლინად იქნება გადაწყვეტილი, არა მხოლოდ სუნის არამედ ჩამდინარე წყლებიც იქნება გაწმენდილი.
ლილოს მოსახლეობასთან შეხვედრებს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პარლამეტში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი და სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე.